ბერა ივანიშვილი - ქართველებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, როგორ შეუძლიათ ერთად დგომა
ბერა ივანიშვილი - ქართველებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, როგორ შეუძლიათ ერთად დგომა
17:34 27.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილის შვილმა, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა 27 მაისს მის ცხოვრებაში ყველაზე ემოციური  დღე უწოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა აქციის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„დღეს ქართველებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, როგორ შეგვიძლია ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ. ჩვენ მებრძოლი ერი ვართ, ამიტომ ერთმანეთის სიყვარულითა და გვერდით დგომით გავიმარჯვებთ“ - განაცხადა მან.
თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე ბერა ივანიშვილმა თანაგუნდელებთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

ბეჭდვა