თავისუფლების მოედანზე უკვე სცენის დემონტაჟი დაიწყო
თავისუფლების მოედანზე უკვე სცენის დემონტაჟი დაიწყო
17:17 27.05.2012
თავისუფლების მოედანზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციის დასრულების შემდეგ, სცენისა და ტექნიკური საშუალებების დემონტაჟი დაიწყო.
მოედანი აქციის მონაწილეებისგან უკვე სრულად დაცლილია. ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ განახლდა.
„ქართული ოცნების“ აქცია, რომელიც დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა, უკვე დასრულებულია. 7 ივნისს აქცია ქუთაისში იგეგმება.

ბეჭდვა