ბესელიას შეფასებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსგავსი მასშტაბის აქცია საქართველოში არ გამართულა
ბესელიას შეფასებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსგავსი მასშტაბის აქცია საქართველოში არ გამართულა
17:08 27.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას შეფასებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მსგავსი მასშტაბის აქცია საქართველოში არ გამართულა.
ამის შესახებ ბესელიამ, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მიერ ირგანიზებული აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ პროვოკაცია სწორედ აქციის მასშტაბურობის გამო ვერ გაბედა.
ბესელია ასევე, აცხადებს, რომ ბოლო 5 წელიწადია არცერთ პოლიტიკოსს არ ჰქონია ისეთი მხარდაჭერა, როგორც ივანიშვილს, რადგან ხალხს სჯერა, რომ ის დაპირებებს შეასრულებს.

ბეჭდვა