კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამარჯვებას გარდაუვლად მიიჩნევს. ამის შესახებ მან თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პროცესის შეჩერება უკვე შეუძლებელია, რადგან, მან შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ხელისუფლებამ, რაც უნდა მოიმოქმედოს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებამდე მივა“ - განაცხადა ივანიშვილამა.
როგორც მან აღნიშნა, მისი ოცნება ყოველთვის დემოკრატიული საქართველო იყო, სადაც ადამიანის ღირსებას პატივს სცემდნენ და კანონის წინაშე ყველა თანასწორი იქნებოდა, მან აღნიშნა, რომ ყოველთვის ცდილობდა არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ, ქვეყნის სამსახურში ყოფილიყო და ადამიანებს გარდამავალი პერიოდის გადატანაში დახმარებოდა, თუმცა, ეს პერიოდი დიდხანს გაგრძელდა და ქვეყანა კრიტიკულ ზღვარზე მივიდა.
„დღეს ნათლად დავინახეთ, რომ ხელისუფლების უგუნურობა იქამდე მივიდა, რომ ის უკვე საფრთხეა სახელმწიფოებრიობისთვის. თუ მას არ შავაჩერებთ ქვეყანას დავკარგავთ, ამიტომ პოლიტიკური ბრძოლა ჩემი სურვილი კი არა, ჩემი მოვალეობაა“ - განაცხადა ივანიშვილმა აქციაზე და საზოგადოებას მისი წინასაარჩევნო დაპირებები გააცნო.
