კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მისი პოლიტიკური გუნდის პრიორიტეტები დაასახელა.
მისი თქმით, პრიორიტეტებს შორისაა სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება, ასევე, პოლიციელებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ღირსეულად ემსახურონ სახელმწიფოს.
ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნვა, რომელიც ყველაზე დიდი ღირებულებაა და სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავია.
ასევე, პრიორიტეტებს შორის ივანიშვილი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ასახელებს და აღნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური გუნდი ყველა მოქალაქეს სადაზღვევო-სამედიცინო პაკეტს შესთავაზებს.
მისი თქმით, ყველა მოქალაქეს ექნება ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა.
ივანიშვილის განცხადებით, მნიშვვნელოვანი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის აღორძინება, რაც ქვეყნის აღორძინების ტოლფასია.
მისი თქმით, შეიქმნება სპეციალური ფონდი, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ ყველა მოქალაქეს დაეხმარება.
