ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების შეცვლისთვის „ქართული ოცნების“ ბრძოლას თანადგომას უცხადებს
ნინო ბურჯანაძე ხელისუფლების შეცვლისთვის „ქართული ოცნების“ ბრძოლას თანადგომას უცხადებს
16:02 27.05.2012
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე თავისუფლების მოედანზე აქციაზე მივიდა. 
როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დღევანდელ აქციაზე სტუმრის სტატუსით იმყოფება და ხელისუფლების შეცვლისთვის „ქართული ოცნების“ ბრძოლას თანადგმომას უცხადებს.
ბურჯანაძესთან ერთად აქციაზე „სახალხო კრების“ ლიდერები ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე, რეზო ესაძე და მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი იმყოფებიან.
თავისუფლების მოედანზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მრავალათასიანი აქცია დაიწყო.
აქციას კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უკვე შეუერთდა და ამ წუთებში შეკრებილებს მიმართავს.

ბეჭდვა