თავისუფლების მოედანზე ბიძინა ივანიშვილი უკვე მივიდა
თავისუფლების მოედანზე ბიძინა ივანიშვილი უკვე მივიდა
15:41 27.05.2012
თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე კოალიცია „ქართული ოცნების ლიდერი“ ბიძინა ივანიშვილი უკვე მივიდა.

იგი აქციის მონაწილეებს ვაკიდან და დინამოს სტადიონიდან წამოსულ კოლონებთან ერთად შეუერთდა.

ივანიშვილი აქციაზე ოჯახთან ერთად იმყოფება, თავისუფლების მოედანზე უკვე შესრულდა საქართველოს ჰიმნი მომღერალ ნატო მეტონიძეს მიერ.

შეკრებილ საზოგადოებას უკვე მიმართა საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა კახი კალაძემ და ხალხს ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

აქცია თავისუფლების მოედანზე მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ გახსნა.

ბეჭდვა