პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აქციაზე მისული ხალხის რაოდენობით კმაყოფილია.
როგორც მან რუსთაველის გამზირზე მსვლელობისას აღნიშნა, აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი მივიდა.
იგი აქციის გეგმებსა და დეტალებზე თავისუფლების მოედანზე მისვლის შემდეგ ისაუბრებს.
ივანიშვილი ოჯახთან ერთად აქციაზე ვაკიდან და დიდუბიდან წამოსულ კოლონას რუსთაველზე შეუერთდა.
აქტივისტთა კოლონა ამ დროისთვის სასტუმრო ,,თბილისი მარიოტთან“ იმყოფება.
