ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, იგი თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას, როგორც რიგითი მოქალაქე ისე შეურთდა.
ლევან გაჩეჩილაძე და მისი ძმა აქციაზე დასასწრებად ვაკის პარკთან მივიდნენ, სადაც მხარდამჭერები 12:00 საათიდან იკრიბებოდნენ.
მისი თქმით, აქცია თავისუფლებისა და სიმართლის დამკვიდრებას ემსახურება.
,,აქ მოვედი, „ამომრჩეველთა ლიგის“, საქართველოს, ჩემი მეზობლების თუ ნათესავების სახელით. ასევე, მოვედი როგორც რიგირთი მოქალაქე ლევან გაჩეჩილაზე. მე არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ. აქ ვარ მხოლოდ იდეის გამო - საქართველო უპირველეს ყოვლისა“ - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
ამ წუთებში, ვაკის რაიონიდან და დინამოს სტადიონიდან მომავალი ,,ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული კოლონა რუსთაველის გამზირზე იმყოფება და თავისუფლების მოედნისკენ მიემართება.
