ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების მოედანზე რამდენიმე წუთში მივა
ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების მოედანზე რამდენიმე წუთში მივა
15:13 27.05.2012
თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს, ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე წუთში ერთ-ერთ კოლონასთან ერთად შეუერთდება.
ვაკიდან და დინამოს სტადიონიდან წამოსულ ხალხის კოლონას ივანიშვილი რუსთაველის გამზირზე დახვდა და იგი მხარდამჭერებთან ერთად თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მოემართება.
თავისუფლების მოედანი ხალხით უკვე მთლიანად სავსეა, ასევე გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.


ბეჭდვა