ვაკის და დიდუბის კოლონა თავისუფლების მოედანზე მიემართება
ვაკის და დიდუბის კოლონა თავისუფლების მოედანზე მიემართება
15:09 27.05.2012
ვაკის პარკისა და „დინამოს“ სტადიონის კოლონიები ერთმანეთს შეუერთდნენ და თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები - ვაკის პარკიდან და „დინამოს“ სტადიონიდან მომავალი კოლონები ფილარმონიასთან შეხვდნენ ერთმანეთს.
გაერთიანებული კოლონა უკვე რუსთაველის გამზირზეა და თავისუფლების მოედნისკენ მიემართება.
გაერთიანებულ კოლონას ეკა ბესელია, გუბაზ სანიკიძე, დავით ბერძენიშვილი, არჩილ კბილაშვილი, მანანა კობახიძე, ირაკლი ალასანია და თეა წულუკიანი მიუძღვებიან.
ხალხის სიმრავლის გამო, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.

ბეჭდვა