თავისუფლების მოედანზე „სახალხო კრების“ ახალგაზრული ორგანიზაციის წევრები მივიდნენ
თავისუფლების მოედანზე „სახალხო კრების“ ახალგაზრული ორგანიზაციის წევრები მივიდნენ
14:26 27.05.2012
თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში „სახალხო კრების“ ახალგაზრული ორგანიზაციის წევრები მივიდნენ. ისინი კოლიცია „ქართული ოცნების“ აქციას უერთდებიან.
დღესვე, „სახალხო კრებამ“ განცხადება გაავრცელა, რომ ისინი დღევანდელ აქციას უერთდებიან.
აქციაზე დასასწრებად უკვე იმყოფებიან მოქალაქეები და მოედანი ტრანსპორტისთვის უკვე სრულად ჩაიკეტა. ადგილზე თბილისის სხვადასხვა უბნებიდან დაძრულ მხარდამჭერებს ელოდებიან.
თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე უკვე მოემართებიან მხარდამჭერები ვაკის პარკიდან, დინამოს სტადიონიდან და ავლაბრის მეტროს ტერიტორიიდან. მათთან ერთად იმყოფებიან კოალიციის ლიდერები.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მსვლელობის მონაწილეებს ფილარმონიასთან შეუერთდება.

ბეჭდვა