ავლაბრის მეტროდან ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაიძრნენ
ავლაბრის მეტროდან ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაიძრნენ
14:11 27.05.2012
ავლაბრის მეტროსთან შეკრებილი კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები თავისუფლების მოედნისკენ უკვე დაიძრნენ.
ისინი ფეხით მსვლელობას მოაწყობენ და თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭრებს შეუერთდებიან.
მსველობის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ ავლაბრის მეტროსკენ მიმავალი გზის ორივე მხარე. ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრის მეტრომდე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
,,ქართული ოცნების“ წევრები სპეციალურ მაისურებში არიან ჩაცმული. ისინი, ხალხის კოლონას წინ დროშებითა და შეძახილებით მიუძღვებიან.

ბეჭდვა