,,ქართული ოცნება“ მოქალაქეებს მოუწოდებს დაუყოვნებლივ აცნობონ პროვოკაციის იმ ფაქტების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც
დღეს ინფორმაცია გავრცელდა და, რომლის მიხედვით, უცნობი პიროვნებები ,,ქართული ოცნების“ სახელით ფულს და მაისურებს არიგებენ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ეს აშკარა პროვოკაციაა და აუცილებელია, ამის შესახებ კოალიციას აცნობონ.
ამასთან, ხმალაძე დღევანდელ აქციაზე ხალხმრავლობას ელის.
,,ამის შემდეგ ჩვენი წინასაარჩევნო ღონისძიებების ინტენსივობა კიდევ უფრო გაძლიერდება და ოქტომბრის არჩევნებისთვის პიკს მიაღწევს“-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
