დინამოს სტადიონიდან ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ
დინამოს სტადიონიდან ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ
13:28 27.05.2012
დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავისუფლების მოედნისკენ დაიძრნენ.

ხალხის სიმრავლემ, აღმაშენებლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტა. მხარდამჭერებს კოალიციის ლიდერები გუბაზ სანიკიძე, დავით ბერძენიშვილი, არჩილ კბილაშვილი და ეკა ბესელია მიუძღვებიან.

ეკა ბესელიას თქმით, ხელისუფლებას აქციის მონაწილეებისთვის ეროვნული სტადიონის დათმობა შეეშინდა. თუმცა, ისინი ღია სივრცეში შეიკრიბებიან და საკუთარ ნებას გამოხატავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით კი, დღევანდელი შეკრების მიზანი საქართველოს გადარჩენა და ქართველი ხალხის ოცნებების ასრულებაა. კოალიციის ლიდერები აქციის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ.

ისინი 15.00 საათზე თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ მანიფესტაციას შეუერთდებიან.


ბეჭდვა