კახი კალაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ავლაბრის მიმართულებიდან გამოჰყვება
კახი კალაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ავლაბრის მიმართულებიდან გამოჰყვება
13:08 27.05.2012
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი კახი კალაძე მეტროსადგურ „ავლაბართან“ შეკრებილ  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შეუერთდა.

მეტროსთან შეკრებილი კოალიციის მხარდამჭერები კახი კალაძეს ოვაციებითა და შეძახილებით შეხვდნენ.

„მიხარია, რომ ქართულმა საზოგადოებამ გაიღვიძა და ამდენი ხალხი შეიკრიბა. ასეთი ერთსულოვნება მნიშვნელოვანია. თავისუფლების მოედნისკენ დავიძვრებით, სადაც დარწმუნებული ვარ უამრავი მოქალაქე მოვა“ - განუხცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

ავლაბრის მეტროსთან გრძელდება მოქალაქეთა შეკრება. ამ დროისთვის 2 000-მდე ადამიანია შეკრებილი. როგორც „ნიუსპრესს“ კოალიციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა განუცხადეს, სავარაუდოდ, ავლაბარში შეკრებილებს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარიც შეუერთდება.

მსვლელობა ავლაბრის მეტროდან თავისუფლების მოედნისკენ დაახლოებით ნახევარ საათში დაიწყება. კოალიციის ამ მიმართულების მსვლელობას ისნის, სამგორისა და კრწანისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები გაუძღვებიან.

15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება.

ბეჭდვა