საქართველოს პრეზიდენტი ფონიჭალაში, ავეჯის მწარმოებელ ქართულ-აზერბაიჯანულ კომპანია „ემბავუდში“ იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი იმ კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება,
რომლებიც გუშინ სამრეწველო გამოფენაში „დამზადებულია საქართველოში“ მონაწილოებდნენ.
პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია 260-ზე მეტმა საწარმომ წარმოადგინა. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ საქართველო ელემენტარულ პროდუქციას ვერ აწარმოებდა და კიტრის მწნილი ირანიდან შემოჰქონდა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია საბჭოთა პერიოდმა გამოიწვია, რადგან მაშინ მოქალაქეებს შრომის მოტივაცია არ ჰქონდათ. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
„ქვეყანა, რომელიც კიტრის მწნილს ვერ აწარმოებდა, დღეს თვითმფრინავებს და საარტილერიო სისტემებს წარმოებს“-აღნიშნა მან.
სააკაშვილმა „ემბავუდის“ პროდუქციის მაღალ ხარისხსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ბაზარზე ქართული პროდუქციის არსებობას მიესალმება.
