ავლაბრის მეტროსთან "ქართული ოცნების" 200-მდე მხარდამჭერია შეკრებული
ავლაბრის მეტროსთან "ქართული ოცნების"  200-მდე მხარდამჭერია შეკრებული
12:16 27.05.2012
ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და კოალიციის  მხარდამჭერები იკრიბებიან.
აქ უკვე დაახლეობით 200-მდე მოქალაქეა შეკრებილი. ,,ქართული ოცნების“ მაისურებში ჩაცმულ ახალგაზრდებს ხელში ,,ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ.
როგორც ,,ნიუსპრესს“ ,,ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის ოპერატიული ჯგუფის ასმეთაურმა მერაბ ჯაფარიძემ განუცხადა, ავლაბრის მეტროსთან ისანი-სამგორისა და კრწანისის მაცხოვრებლები იკრიბებიან.
სპეციალურ ყვითელ ფორმაში ჩაცმული საორგანიზაციო ჯგუფის 70-მდე წევრი ავლაბრის მეტროდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობისას მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე და წესრიგის დაცვაზე იზრუნებს.
როგორც სამგორის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ ზედგენიძემ ,,ნიუსპრესს“ განუცხადა, ფეხით მსვლელობას სწორედ ახალგაზრდული ჯგუფის წევრები გაუძღვებიან და ისინი სტვენითა და შეძახილებით მოქალაქეებს გაამხნევებენ.
მათივე განმარტებით, ავლაბრის მეტროსთან ,,ქართული ოცნების“ ლიდერებს არ ელოდებიან.
ფეხით მსველელობა ავლაბრის მეტროდან 13.00 საათზე დაიწყება. აქ შეკრებილი მოქალაქეები 15.00 საათზე დაგეგმილ ,,ქართული ოცნების“ აქციას შეუერთდებიან.

ბეჭდვა