ვაკის პარკთან „ქართული ოცნების“ აქტივისტები იკრიბებიან
ვაკის პარკთან „ქართული ოცნების“ აქტივისტები იკრიბებიან
12:14 27.05.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე დასასწრებად, ვაკის პარკში „ქართული ოცნების“ აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან.

ისინი თავისუფლების მოედანზე 13.00 საათზე დაიძვრებიან და იქ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

კოალიციის აქტივისტები საზოგადოებას აქციაზე დასწრებისკენ სასტვენებითა და შეძახილებით მოუწოდებენ.

ვაკის პარკთან შეკრებილ მხარდამჭერებთან ერთად, არიან „ქართული“ ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები.

კოალიციის ლიდერებიდან ვაკის პარკთან შეკრებილ ჯგუფს სავარაუდოდ, ირაკლი ალასანია და კახა კალაძე შეუერთდებიან.

ბეჭდვა