„ქართული ოცნების“ აქციას არასამთავრობოები და დიპკორპუსის წარმომადგენლები დააკვირდებიან
„ქართული ოცნების“ აქციას არასამთავრობოები და დიპკორპუსის წარმომადგენლები დააკვირდებიან
11:25 27.05.2012
პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების“ აქციაზე დაკვირვების განხორციელებას არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა  საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და ევროპული ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშომლებიც გეგმავენ. ამის შესახებ „ნიუსპრეს“კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.

მისი თქმით, აქციაში ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რაც სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან მონიტორინგის განხორციელების სურვილს იწვევს.

„ჩვენ ვვარაუდობდით 100 ათას ადამიანს, თუმცა გაცლებით მეტი ადამიანი აპირებს მოსვლას. შესაბამისად ინტერესი იმისა, თუ როგორ ჩაივლის აქცია ძალიან დიდია“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
„უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს „საზოგადოებრივი დამცველია.“ თუმცა ჩვენ განსაკუთრებულად არავინ მოგვიწვევია და არც რაიმე სპეციალური საშვები დაგვირიგებია“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.






ბეჭდვა