არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველი“ დღეს თავისუფლების მოედანზე კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი აქციის
მონიტორინგს განახორციელებს.
როგორც „ნიუსპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, აქციას საზოგადოებრივი დამცველის 3 მობილური ჯგუფი დააკვირდება, რომლებიც დემონსტრანტების მსვლელობაზე მოახდენენ დაკვირვებას.
„საზოგადოებრივი დამცველი“ იმედს გამოთქვამს, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, ძალოვან სტრუქტურებს, აქციის ორგანიზატორებს დაიცვან კანონი და მოქალაქეთა უფლებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო პროვოკაციები.
