„ქართული ოცნების“ აქციის მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოები თითქმის დასრულებულია
„ქართული ოცნების“ აქციის მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოები თითქმის დასრულებულია
10:21 27.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციის მოსამზადებელი საორგანიზაციო სამუშაოები თვისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 07.00  საათიდან მიმდინარეობს და დასასრულს უახლოვდება.
როგორც „ნიუსპრესს“ საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებმა განუცხადეს, აქციისთვის ყველა ძირითადი ტექნიკური საუშაო თითქმის დასრულებულია. გახმოვანების სისტემა და მოედანზე მიმდინარე აქციის ვიდეო ტრანსლაცია კი უზრუნველყოფლი იქნება რუსთაველის გამზირზე ოპერის შენობამდე და პუშკინის ქუჩაზე.

საკრებულოს შენობასთან უკვე დამონტაჟებულია სცენა.

როგორც კოალიციაში აცხადებენ, აქციაში მონაწილეობას რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობაც მიიღებს.

ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აქცია თავისუფლების მოედანზე 15.00 საათზე დაიწყება. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისში სამი ადგილიდან - მეტროსადგურ „ავლაბრიდან“, ვაკის პარკიდან და „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებენ მსვლელობას და 15.00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან.

აქციაზე წესრიგის დაცვას, სპეციალურ ფორმაში ჩაცმული მოქალაქეები უზრუნველყოფენ.

კოალიციის ხელმძღვანელები აქციაზე 75-80 ათას მოქალაქეს ელოდებიან. აქციას საპროტესტო ხასიათი არ ექნება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, ამ აქციით „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს.

აქცია დაახლოებით, 17.00 საათამდე გაგრძელდება.


ბეჭდვა