პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ დღეს სახელწოდებით - „ჩვენ ვიწყებთ“ აქციას გამართავს.
აქცია თავისუფლების მოედანზე 15.00 საათზე დაიწყება. საორგანიზაციო სამუშაოები ადრე დილიდან მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისში სამი ადგილიდან - მეტროსადგურ „ავლაბრიდან“, ვაკის პარკიდან და „დინამოს“ სტადიონის ტერიტორიიდან მსვლელობას დაიწყებენ და 15.00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან.
აქციაზე წესრიგის დაცვას, სპეციალურ ფორმაში ჩაცმული მოქალაქეები უზრუნველყოფენ.
კოალიციის ხელმძღვანები აქციაზე 75-80 ათას მოქალაქეს ელოდებიან. აქციას საპროტესტო ხასიათი არ ექნება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, ამ აქციით „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებს.
აქცია დაახლოებით, 17.00 საათამდე გაგრძელდება.
