პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ დღეს, მერაბ კოსტავას დაბადების დღეს იხსენებს.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი და პატრიოტობის გამო რეპრესირებული მერაბ კოსტავა ყველა ქართველისთვის სამაგალითო და მისაბაძი გმირია.
„დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და მერაბ კოსტავას დაბადების დღეს, მერაბ კოსტავას, როგორც შეუპოვარი მებრძოლისა და ქვეყნისთვის თავდადებული გმირის მაგალითი მთელ ქართველ ერს კიდევ უფრო აძლიერებს. მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა არის ნიმუში იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ თუ სიმართლისთვის იბრძვი გამარჯვებას აუცილებლად მიაღწევ“ - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განცხადებით, მერაბ კოსტავამ თავის თანამოაზრეებთან ერთად, ჩვენს სამშობლოს დამოუკიდებლობა მოუტანა.
„იმედს ვიტოვებთ, რომ მიუხედავად არსებული რეჟიმისა, მიუხედავად უპეცედენტო ტერორისა, ქართველი ხალხი არ შეშინდება, არ შეწყვეტს ბრძოლას და რეალურ თავისუფლებას მოიპოვებს“ - აცხადებენ „დემოკრატიულ მოძრაობაში“.
