„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ხვალ თავისუფლების მოედანზე
დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან.
როგორც „ნიუსპრესს“ „სამართლიანი არჩევნებიდან“ აცნობეს, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში განახორციელებენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციაზე დაკვირვება პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.
დამკვირვებლები მონიტორინგს თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარე მოვლენებს გაუწევენ, რომლებიც 27 მაისს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.
„სამართლიანი არჩევნები“ და საია იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან ვითარებაში ჩაივლის და სახელმწიფო სტრუქტურები შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებს უზრუნველყოფენ.
