პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველო თავისუფლებისა და რეფორმების ცენტრია.
ამის შესახებ მან ქუთაისში, პარლამენტის საზეიმო სხდომის გახსნისას განახცადა.
მისი შეფასებით, აღნიშნულს საქართველოში ჩამოსული დელეგაციები და სტატიები ყოველკვირეულად ადასტურებს.
„საქართველოს ლანძღვაში ჩვენმა მტრებმა რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯონ, ნახეთ რას წერენ და როგორი რეპუტაცია აქვს ქვეყნას. უკვე ვხდებით ცენტრი ვაჭრობის თვალსაზრისით. ჩვენ ვიქნებით რეგიონის ფინანსური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური ცენტრი. ჩვენი მატარებელი აქ არ ჩერდება. ჩვენი მოგზაურობა გრძელდება და სიჩქარე კიდევ უფრო გაიზრდება, ამ ლიანდაგიდან ვერავინ ვეღარ გადაგვიყვანს“ – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებამ მოძრაობას, წინსვლას, არაკორუმპირებულ გარემოს გემო უკვე გაუგო.
„რამდენადაც არ უნდა ეპოტინებოდნენ კორუფციის ბნელი მოციქულები მუქარით ძალაუფლებას, ვერასდროს ისინი ვეღარ დაბრუნდებიან“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, წარსულის ბნელი ძალები რა ფულითაც არ უნდა შეიარაღდნენ, როგორი ტყუილებიც არ უნდა ილაპარაკონ, რამდენიც არ უნდა იოცნებონ ხიდის დანგრევაზე ან ახალი მშენებლობების შეჩერებაზე, ქართველი ხალხის კეთილ მოძრაობას ვერ შეაჩერებენ.
