მიხეილ სააკაშვილმა რამაზ ნიკოლაიშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა
მიხეილ სააკაშვილმა რამაზ ნიკოლაიშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა
18:56 26.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა ნიკოლაიშვილს ქუთაისში ისტორიული მშენებლობის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მინისტრი პარლამენტის შენობას განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და მონდომებით აშენებდა.

„მინდა ასევე ვუთხრა ქუთაისელებს, რომ აქ ულამაზესი პარკი გაშენდება, დასრულდება პარლამენტის შენობა, მაგრამ ამ დღეებში ვხსნით ახალ საავადმყოფოს. ხალხმა უნდა იცხოვროს უკათესად, ეს არის ამ მშენებლობების მიზანი და ისინი თავის მოსაწონებლად არ შენდება“- აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, არავის სჯეროდა, რომ პარლამენტის შენობა მზად იქნებოდა სესიის ჩასატარებლად.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ხელისუფლებას ნაჩქარევ მშენებლობებში ხშირად ადანაშაულებენ, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს გამართლებულია.

„ჩვენ ხშირად გვაკრიტიკებენ, რომ ნაჩქარევად ვაშენებთ, მაგრამ ჩვენ გვეჩქარება, რადგან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინგრეოდა საქართველო. ეს არის ამ ქალაქის აღმშენებლობის მხოლოდ დასაწყისი“- განცახადა სააკაშვილმა.

ბეჭდვა