საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, 7 წლის წინ მიიღებული ახალი კანონით, ადგილობრივ თვითმმართველობებს უფრო მეტი ძალაუფლება გადაეცა.
როგორც მან ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2 წლის წინ თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები პირველად ჩატარდა, რაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტულ არჩევნებად შეფასდა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულმა არჩევნებმა საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად წასწია წინ.
პრეზიდენტმა საზოგადოებას შესთვაზა, შემდგომი დემოკრატიისკენ უფრო თამამი ნაბიჯებით განაგრძონ სვლა.
„გთავაზობთ, ყველა რეგიონში უფრო მეტად გავზარდოთ თვითმმართველობები და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულება. უფრო მეტი გავლენა მივცეთ ხალხს, რადგან უფრო მეტ მოქალაქეს ექნება საშუალება ისარგებლოს ჩვენი ქვეყნის წინსვლით“- აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, დღევანდელი დღე, ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულია.
