გრიგოლ ვაშაძე შვეიცარიის ელჩს შეხვდა
გრიგოლ ვაშაძე შვეიცარიის ელჩს შეხვდა
19:19 21.02.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე გრიგოლ ვაშაძემ და გიუნტერ ბეხლერმა საქართველო-შვეიცარიის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს.

ბეჭდვა