ქართული მრეწველობის აღლუმს პრეზიდენტი და დედაქალაქის მერი ათვალიერებენ
ქართული მრეწველობის აღლუმს პრეზიდენტი და დედაქალაქის მერი ათვალიერებენ
14:14 26.05.2012
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ქართული მრეწველობის აღლუმს - „დამზადებულია საქართველოში“ ამ წუთებში პრეზიდენტი მიხეილ  სააკაშვილი და ქალაქის მერი გიგი უგულავა ათვალიერებენ.

პრეზიდენტი ქალაქის მერთან ერთად თითქმის ყველა პავილიონთან მიდის და აღლუმის ფარგლებში წარმოდგენილ პროდუქციას ათვალიერებს.

სხვადასხვა პავიონებში მძიმე და მსუბუქი მრეწველობის ნაწარმია გამოფენილი, მათ შორისაა ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა, ქართული ღვინო, ხელნაკეთი ნივთები, მინერალური წყლები, რეწვის ნიმუშები და სხვა.

პრეზიდენტი დღესვე, ქუთაისში პარლამენტის საზეიმო სხდომას დაესწრება, სადაც სიტყვით გამოვა.


ბეჭდვა