კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ყველა მოქალაქეს განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, 27 მაისს დაგეგმილ აქციაზე ეპატიჟება. ამის შესახებ მან
ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში განუცხადა, სადაც ის 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს გარდაცვლილთა და დაშავებულთა მოსახსენიებელ პარაშვიდსა და პარაკლისს დაესწრო.
ივანიშვილის თქმით, 27 მაისი არის დღე, როცა თავისუფლების მოედანზე ყველა უნდა მივიდეს.
„ეს ძალიან კარგი დღეა, ეს თქვენი დღეა. ამ დღეს ჩვენ ყველამ უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენს ქვეყანას ვიბრუნებთ“-განაცხადა ივანიშვილმა.
შეკითხვაზე, ეკუთვნის თუ არა ეს მიპატიჟება ნინო ბურჯანაძეს და მის მხარდამჭერებს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს არ არის პარტიული მიპატიჟება და ის ყველა მოქალაქეს ეკუთვნის.
