დავით საგანელიძე ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ შეხვედრია
დავით საგანელიძე ბიძინა ივანიშვილს ჯერჯერობით არ შეხვედრია
12:58 26.05.2012
„ახალი მემარჯვენეების“ უკვე ყოფილმა წევრმა დავით საგანელიძემ პარტია იმის გამო დატოვა, რომ იგი ხელისუფლების რეალურად შეცვლის შესაძლებლობას ვერ ხედავდა. ამის შესახებ საგანელიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა.
იგი ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება და გასული წლის 26 მაისის აქციის დაშლის დროს გარდაცვლილთა მოსახსენიებელ პანაშვიდს ესწრება.
მისივე თქმით, კოლიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით, ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური ძალა გაჩნდა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს რეალურად შეცვალოს ხელისუფლება.
„დღეს ქვეყანაში ვერ ვხედავ იმედს, რომ რეალურად კონსტიტუციის გზით შეიცვლება ხელისუფლება. მე არ მქონდა უფლება, რომ „ქართული ოცნების“ გვერდით არ დავმდგარიყავი და არ მიმეღო მონაწილეობა ამ პროცესებში“ - განაცხადა საგანელიძემ.
მისივე თქმით, „მემარჯვენეებს“ განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ მის მიერ პარტიის რიგების დატოვებასთან დაკავშირებით.
საგანელიძის განცხადებით, კოალიციასთან კონსულტაციები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, იგი პარტია „ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდება.
როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით, ბიძინა ივანიშვილს პირადად არ შეხვედრია და ამ საკითხზე მასთან საუბარი არ ჰქონია.

ბეჭდვა