,,განახლებული საქართველოსთვის” წევრები კონტროლის პალატის დადგენილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ
,,განახლებული საქართველოსთვის” წევრები კონტროლის პალატის დადგენილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ
19:55 25.05.2012
პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის” წევრები კონტროლის პალატის დადგენილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
როგორც “ნიუსპრესს“ პარტიიდან აცნობეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის” შემომწირველთა სააპელაციო სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც მოსარჩელეებს და პარტიის წევრებს - ლევან გვარმიანს, გიორგი ოძელს, ლაშა გვასალიას, ომარ ჯოლიას, ბესიკ მამულაშვილს და მარლენ ხუცურაულს პარტიისთვის გადარიცხული შემოწირულობის ათმაგი ოდენობის - 650 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.
„აღსანიშნავია, რომ არც კონტროლის პალატამ, არც თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მოსარჩელე მხარის საფუძვლიანი არგუმენტები შემოწირული თანხების წარმომავლობის კანონიერებასთან დაკავშირებით“- აცხადებენ პარტიაში.
,,განახლებული საქართველოსთვის” წევრები აცხადებენ, რომ მათ არ დაურღვევიათ კანონი. პარტიაში მიაჩნიათ, რომ წევრთა მიმართ დარღვეულია უდანაშაულობის პრეზუმფცია, რის საფუძველზეც ისინი კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას გამოიყენებენ და სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ბეჭდვა