ედპ-ს წევრები ილია ჭავჭავაძის საფლავზე პარაკლისს დაესწრნენ
ედპ-ს წევრები ილია ჭავჭავაძის საფლავზე პარაკლისს დაესწრნენ
19:34 25.05.2012
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ წევრებმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი აქცია მთაწმინდის პანთეონში გამართეს და ილია ჭავჭავაძის საფლავზე პარაკლისს დაესწრნენ.
როგორც ედპ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გოგა გოგნიაშვილმა განაცხადა, დამოუკიდებლობის დღე ქართველი ერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა.
„აქ მთაწმინდის პანთეონში განისვენებენ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ დამფუძნებლები, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, რომელთა ღვაწლი ძალიან დიდია საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ხროცშესხმასა და განხორციელებაში“- განაცხადა გოგნიაშვილმა.
„ედპ“-ში აცხადებენ, რომ სწორედ 25 მაისს დაიწერა დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც 26 მაისს ეროვნული საბჭოს წევრების მიერ ოფიციალურად მოეწერა ხელი და ეს იყო დღე, როცა ქართველმა ხალხმა რუსეთის იმპერიას უარი უთხრა და თავისი განვითარების გზად ევროპული ღირებულებები არჩია.

ბეჭდვა