კუბლაშვილი – ლაზიკას პროექტის ანალოგი ევროპაში დიდი ხანი ვერ განხორციელდება
კუბლაშვილი – ლაზიკას პროექტის ანალოგი ევროპაში დიდი ხანი ვერ განხორციელდება
18:48 25.05.2012
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოქმედი საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტარი პალიკო კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ქალაქ ლაზიკის მსგავსი პროექტი ევროპაში დიდი ხნის განმავლობაში ვერ განხორციელდება.
კონცეფციის „ლაზიკა – ახალი შესაძლებლობების ქალაქი“ პროექტი დღეს კომისის სხდომაზე პირველი განხილვა მოეწყო.
„ჩვენს სკეპტიკოს კოლეგებს ვერაფერს დავანახებთ, ისინი ვერც მიხვდებიან ამ პროექტის მიმზიდველობას, ხოლო ინვესტორები დაინახავენ. მსგავსი პროექტის განხორციელება ევროპაში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება შესაძლებელი“ – განაცხადა კუბლაშვილმა.
მისი თქმით, თავის დროზე ბათუმთან, სიღნაღთან, ქუთაისთან და სვანეთთან დაკავშირებითაც უიმედო დამოკიდებულება იყო.
„ვიღაცა ოცნებობს, როგორ აიღოს აშენებული ხიდები ქალაქის ცენტრში, ჩვენ ვოცნებობთ როგორ იყოს ქვეყანა წარმატებული“ – აღნიშნა კუბლაშვილმა.
მისი თქმით, თავის დროზე, როდესაც ნიკო ნიკოლაძე ფოთის მშენებლობას იწყებდა მაშინაც დაახლოებით იგივე სახის მსჯელობა მიმდინარეობდა.

ბეჭდვა