საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია CODA Automotive-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ელექტრომობილების საწარმო დაათვალიერა და ტექნოლოგიურ პროცესს გაეცნო.
კომპანია CODA Automotive-ის ახალი ელექტრომობილების გამოშვებაზე ინოვატორთა გამოცდილი ჯგუფი მუშაობს, რომელიც ეკოლოგიის დაცვის მიზნით, ელექტრო ლითიუმ-იონიანი ბატარეის სისტემიან მანქანებს აწარმოებს. კომპანია, ასევე, აწარმოებს უსაფრთხო ელექტრომანქანების ელემენტებს და სხვა დეტალებს. 2012 წელს კომპანიამ გამოუშვა CODA სედანი.
მიხეილ სააკაშვილი კომპანიაში აწყობილი ელექტრომობილის საჭეს პირადადაც მიუჯდა.
