მაჭავარიანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას საქართველოს საქმეებში ჩარევის დემონსტრირებად აფასებს
მაჭავარიანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას საქართველოს საქმეებში ჩარევის დემონსტრირებად აფასებს
14:06 25.05.2012
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ნატოს სამიტის დეკლარაციასთან დაკავშირებით, საქართველოს საქმეებში ჩარევის დემონსტრირებად აფასებს.

გუშინ რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდე ლუკაშევიჩმა ნატოს დეკლარაციასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ნატომ ვერ გამოიტანა სათანადო დასკვნები 2008 წლის ტრაგედიიდან.

,,რბილად რომ ვთქვათ, გაოცებული ვართ, რუსეთის პოზიციით. ეს იყო კიდევ ერთი დემონსტრირება საქართველოს საშიანო საქმეებში ჩარევის. არც ერთ მეზობელ ქვეყანას არ აქვს უფლება ჩაერიოს საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის მისწრაფების განხორციელებაში“-განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ალიანსში ინტეგრაცია და ამ გზას ის არ გადაუხვევს.

ბეჭდვა