ოგბაიძის თქმით, ,,ქართული ოცნების“ აქციაზე მისი მისვლა გაუგებრობას გამოიწვევს
ოგბაიძის თქმით, ,,ქართული ოცნების“ აქციაზე მისი მისვლა გაუგებრობას გამოიწვევს
12:19 25.05.2012
,,დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა ოგბაიძე კოალიცია ,,ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ 27 მაისის აქციაზე მისვლას არ აპირებს.  ამის შესახებ მან დღეს ,,ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა.

,,გამიჭირდება იქ მისვლა, სადაც არ მელოდებიან. უხერხულია როცა პარტია საკუთარი პროგრამის წარდგენას აპირებს და მე იქ მივიდე. ეს გაუგებრობას გამოიწვევს“-განაცხადა მან.

შალვა ოგბაიძემ ასევე აღნიშნა, რომ ის მიესალმება ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არსებული სახელისუფლებო რეჟიმის მოცილებისთვის იბრძვის. ის,,ქართულ ოცნებას“ წარმატებებსაც უსურვებს.

,,კოალიცია ქართული“ ოცნება ხვალ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

ბეჭდვა