„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წევრი შალვა ოგბაიძე საქართველოში აშშ-ს ელჩის ჯონ ბასის მიმართვასა
და ,,ამინესტი ინტერნეშნალის“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ერთგვარ ტესტს უწოდებს იმისა, შერჩა თუ არა ხელისუფლებას თეთრი სახლის შიში. აღნიშნულის თაობაზე ოგბაიძემ „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში დღეისთვის არსებული „რეჟიმი“ თეთრ სახლში ჩურჩულით ნათქვამ ნებისმიერ კრიტიკულ შენიშვნაზე ყოველთვის მწვავედ რეაგირებს.
„ვნახოთ, ჯონ ბასის მკაცრი განცხადებისა და ,,ამნესტი ინტერნეშნალის“ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, რა რეაქცია ექნებათ. ეს ერთგვარი ტესტია, რომ გავიგოთ შერჩა თუ არა ამ ხელისუფლებას აშშ-სა და თეთრი სახლის შიში“-განაცხადა დასასრულს ოგბაიძემ.
ამერიკის ელჩის ჯონ ბასის მიმართვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მის გვერდზე გავრცელდა, სადაც ბასი საქართველოში მიღწეულ პროგრესზე საუბრობს და ასევე, აღნიშნავს, რომ რიგ სფეროებში მეტი პროგრესია საჭირო, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. მისი თქმით, ასევე წუხილს იწვევს ინფორმაცია, პატიმრებისა და დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის და სტანდარტების სახიფათოდ შეუსაბამო პირობების შესახებ. ასევე, კვლავ რჩება ნაკლოვანებები კანონის უზენაესობის სფეროში.
