ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიურ ანგარიშში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით
რიგი პრობლემები დაფიქსირდა.
ანგარიშის მიხედვით, სეპარატისტული რეგიონების დე–ფაქტო მთავრობებზე კვლავ არ ვრცელდებოდა ცენტრალური მთავრობის კონტროლი.
სეპარატისტული მთავრობები რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცისა და მესაზღვრის მხარდაჭერით სარგებლობდნენ, რომელსაც ეს რეგიონები რუსეთისა და საქართველოს 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ოკუპირებული აქვს.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ძალაში რჩებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, თუმცა, ძალადობის შემთხვევები ორივე რეგიონში ხდებოდა.
მათი ინფორმაციით, რუსი მესაზღვრეები ზღუდავდნენ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას. დე–ფაქტო მთავრობები განაგრძობდნენ უმთავრესად ეთნიკური ქართველების უფლებების შეზღუდვას არჩევნებში ხმის მიცემისას. სამხრეთ ოსეთის დე–ფაქტო ხელისუფლებამ ეთნიკური ქართველების უმრავლესობისთვის უარი განაცხადა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტისას სახლებიდან გამოაძევეს, სამხრეთ ოსეთში დაბრუნების უფლება დაერთო.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის გამოკლებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს აკრძალული ჰქონდათ სამხრეთ ოსეთში შესვლა ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად.
