ნიკა გილაური - გასულ წელს საქართველოში 1 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა
ნიკა გილაური - გასულ წელს საქართველოში 1 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა
17:09 21.02.2012
პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ცნობით, გასულ წელს საქართველოში 1 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, რაც მისი თქმით პატარა ციფრი არ არის.  
როგორც ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წინასწარი მონაცემებით, იანვრის თვეში 5 %-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა.
მისივე თქმით, მსოფლიოში და მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით არსებული რეალობის გათვალისწინებით, ეს ციფრი საქართველოსთვის დამაკმაყოფილებელია.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ შაბათ-კვირას კერძო სექტორთან საინტერესო შეხვედრები გაიმართა და მისმა წარმომადგენლებმა საინტერესო წინადადებები წამოაყენეს.

"ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ უახლოეს თვეებში საგადასახადო კოდექსსა და სხვა კანონმდებლობებში დამატებითი ცვლილებები წარვადგინოთ, რათა ბიზნესს და კერძო სექტორს საქართველოში ინვესტიციების განხორციელება და სამუშაო ადგილების შექმნა გავუმარტივოთ" - განაცხადა ნიკა გილაურმა.

ბეჭდვა