კუბლაშვილი გუბერნატორების და გამგებლების საარჩევნო აგიტაციაში ჩართვას აუცილებლობად მიიჩნევს
კუბლაშვილი გუბერნატორების და გამგებლების საარჩევნო აგიტაციაში ჩართვას აუცილებლობად მიიჩნევს
19:45 24.05.2012
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პალიკო კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ გუბერნატორების, მინისტრის მოადგილეების და გამგებლების  მონაწილეობა საარჩევნო აგიტაციაში არ უნდა შეიზღუდოს.
როგორც კუბლაშვილმა კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებთან დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, არის საკითხები, რომლებზეც პოზიციის შეცვალს მმართველი გუნდი არ აპირებს.
„ჩვენი პოზიცია ცნობილი იყო გუბერნატორების, მინისტრის მოადგილეებისა და გამგებლების აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ისინი არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და მათი შეზღუდვა აგიტაციაში მონაწილეობისგან და მათი ჩამოცილება მთავარი პოლიტიკური პროცესისგან არალოგიკურია და ამის გაკეთებას არ ვაპირებთ“ – განაცხადა კუბლაშვილმა.
საიას თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის თქმით, ამ პირებს ადგილობრივ ამომრჩეველზე ძალიან დიდი გავლენა აქვთ და აგიტაციაში მათი მონაწილეობა ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს, რის გამოც მათ აგიტაციაში მონაწილეობის საშუალება არ უნდა ქონდეთ.
ამასთანავე, ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტისგან კამპანია „ეს შენ გეხებაში“ ჩართულმა ორგანიზაციებმა, მათ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, პირველადი თანხმობა მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კენჭისყრის პროცედურები და პროცესის მანიპულაციებისგან გათავისუფლება, ფარული პოლიტიკური რეკლამა და ა.შ.


ბეჭდვა