ვალერი გელბახიანი 50 ათასის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ვალერი გელბახიანი 50 ათასის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
17:01 21.02.2012

ვალერი გელბახიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.  როგორც "ნიუსპრესს" გელბახიანის ადვოკატმა - შალვა ხაჭაპურიძემ აცნობა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და გელბახიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საქალაქო სასამართლოდან მოწოდებული ინფორმაციით კი, მოსამართლემ გელბახიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაითვალისწინა და შუამდგომლობის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
მოთხოვნილი 30 000 ლარის ნაცვლად, გირაო სასამართლოს მიერ 50 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა.
ვალერი გელბახინი საქართველო-სომხეთის საზღვარზე გუშინ დააკავეს. მას ბრალად 2008 წლის თებერვალში ბადრი პატარკაციშვილთან ერთად საქართველოს სახელმწიფოს ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ორგანიზება დასდეს.
გელბახიანის სასამართლო პროცესს ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


ბეჭდვა