„ქართულ ოცნებას“ ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა უერთდება
„ქართულ ოცნებას“ ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა უერთდება
18:14 24.05.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს, ფეხბურთელ მურთაზ ხურცილავას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში“ გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.

მურთაზ ხურცილავამ განაცხადა, რომ შემოთავაზების მიუხადავად, დღემდე არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა.

მისივე თქმით, დღეს ის ბიძინა ივანიშვილის გვერდით დადგება, იმისთვის, რომ ქართველ ხალხთან ერთად, ქართული ოცნება აიხდინოს.

„ბატონი მურთაზ ხურცილავა ყოველთვის ჩემი საოცნებო ფეხბურთელი იყო. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მასთან საუბარი მოვახერხე. რაც მთავარია, ბატონ მურთაზს ისეთივე განწყობა აქვს, როგორიც ჩვენ“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ერთადერთი სწორი ადგილია იქ, სადაც ოპოზიცია და „ქართული ოცნებაა“.

ბეჭდვა