„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერები გურამ ჩახვაძე და გოგა გოგნიაშვილი დღეს ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ედპ-დან აცნობეს, ლიდერებმა მოსახლეობას პარტიის განახლებული პროგრამის მთავარი პრიორიტეტები გააცნეს.
გოგა გოგნიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა ედპ-ს განახლებულ პროგრამას და სტრატეგიას გაეცნოს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, გავეცნოთ თითოეული მოსახლის სოციალურ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში მრავლადაა დაგროვილი. ერთ-ერთ ასეთი საკითხი უმუშევრობა გახლავთ. ამიტომაც, ჩვენი განახლებული პროგრამის მთავარი პრიორიტეტი სწორედ უმუშევრობის დაძლევაა“ - განაცხადა გოგნიაშვილმა.
მისივე თქმით, ქალბატონების ინტერესი ედპ-ს ახალმა ინიციატივამ გამოიწვია, რომელიც „დიასახლისის სოციალური სტატუსის“ შემოღებას და იმ მოქალაქეებთან გათანაბრებას გულისხმობს, რომლებიც დასაქმებულნი არიან.
