საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 სექტემბრიდან სახელმწიფო 0-18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც დააზღვევს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ჟურნალისტებს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გააცნო.
ჭიაბერაშვილის თქმით, დღესდღეობით საქართველოში 18 წლამდე ასაკის 8 645 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია რეგისტრირებული. რომელთაგან 5 ათასი უკვე დაზღვეულია, ვინაიდან, ისინი სოციალურად დაუცველ ოჯახებს განეკუთვნებიან.
ამდენად, დაზღვევას დამატებით დაახლოებით 3 800 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი მიიღებს.
ჭიაბერაშვილის განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების სამედიცინო დაზღვევა დაფარავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ექიმთან კონსულტაციას, ლაბორატიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების და მედიკამენტების ხარჯებს. დაზღვევა გადაუდებელ მკურნალობას, გეგმიურ და გადაუდებელ ქირურგიულ ოპერაციებს და ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობას და დიაგნოსტიკას ითვალისწინებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევით 6 ათასზე მეტი პენსიონერი 0-5 წლის ასაკის ჩათვლით, 3 ათასი ბავშვი და 100 ათასამდე სტუდენტი ისარგებლებს.
,,იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო დაზღვევით უკვე სარგებლობენ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები, პედაგოგები და სხვა შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეები. ხოლო, კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა 4 ათასს აღწევს. 2012 წლის ბოლოს საქართველოში დაზღვეულთა რაოდენობა ჯამში 2.2 მლნ ადამიანს გადააჭარბებს რაც ნიშნავს იმას, რმ ქვეყანაში ყოველი მეორე მოქალაქე დაზღვეული იქნება“-აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დაზღვევის ხარჯები ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
