„ამორჩეველთა ლიგა“ დამკვირვებლებს ყველა საარჩევნო უბანზე გაგზავნის
„ამორჩეველთა ლიგა“ დამკვირვებლებს ყველა საარჩევნო უბანზე გაგზავნის
16:06 24.05.2012
„ამორჩეველთა ლიგა“ დამკვირვებლების გაგზავნას საქართველოს ყველა საარჩევნო უბანზე გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ამომრჩეველთა ლიგის“ ხელმძღვანელმა კოკა გუნცაძემ განაცხადა.
მან ლიგის გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიზანი თავისუფალი არჩევნების ჩატარებაა. ამ მიზნით კი, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება იგეგმება - ერთ-ერთი საარჩევნოდ აკრედიტაციების აღება და საქართველოს 3 700 საარჩევნო უბანზე „ამომრჩეველთა ლიგის“ დამკვირვებლების მივლინებაა.
მისივე ცნობით, არჩევნების დღეს დამკვირვებლები ხმის მიცემის, ბიულეტების ათვლის და შემაჯამებელი ოქმების ფორმირების პროცედურებს დააკვიდრებიან.
გარდა ამისა, „ამომრჩეველთა ლიგა“ ალტერნატიულ „კარდაკარ“ შემოვლასაც გეგმავს, რადგან გუნცაძის განცხადებით, ლიგა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას არ ენდობა.
მისივე თქმით, სიაზე მუშაობისას განსაკუთრებული ყურადღება უცხოეთში მცხოვრებთა კატეგორიას, სიაში ჩაწერილ მიცვალებულებს და ე.წ. სიაში მიწერილ გვარებს მიექცევა.
მისივე ინფორმაციით, „ამომრჩეველთა ლიგამ“ სიების დაზუსტების კომისიიდან „კარდაკარ“ აქციის ჩატარებისთვის პირევლადი გადაუმოწმებელი სიები მოითხოვა, თუმცა, თავდაპირველად უარი უთხრეს.
„თავიდან უარი გვეთქვა, თუმცა, გუშინ მოვისმინე კომისიის წარმომადგენელთა განცხადება, სადაც მათ გამოთქვეს მზადყოფნა ჩვენთვის სამუშაო სიების გადმოსაცემად, ოღონდ არა ერთიან, არამედ საარჩევნო ოლქებად დაყოფილ სიებზე. ვფიქრობ, რომ საარჩევნო სია ვერ იქნება გასაიდუმლოებული და უნდა იყოს ხელიმსაწვდომი ყველასთვის“- აღნიშნა გუნცაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში წინასაარჩევნო ვითარება საკმაოდ რთულია, რადგან ადგილი აქვს პოლიტიკური ნიშნით განსხვავებული შეხედულების მქონე პირთა, ოპონენტების დევნას, მათზე ფიზიკურ ზეწოლას და საერთო ეროვნული მაუწყებლობებით ვულგარულ პროპაგანდას.

ბეჭდვა