საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ნატოს ჩიკაგოს სამიტზე საქართველომ ალიანსის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ამის შესახებ ნიკა გილაურმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სამ ბალკანურ ქვეყანასთან ერთად, ნატო-ს ასპირანტი გახდა და მონაწილეობა მიიღო სამიტის ფარგლებში გამართულ სამ მნიშვნელოვან შეხვედრაში.
მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ სამიტზე ალიანსი გაფართოვდება და აქცენტი ასპირანტ ქვეყნებზე გაკეთდება, რომელთა შორის საქართველოცაა.
დღესვე, პრემიერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს მადლობა გადაუხადა, ჩიკაგოს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის.
