„მწვანეთა პარტია“ 27 მაისს პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" აქციას შეუერთდება
„მწვანეთა პარტია“ 27 მაისს პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" აქციას შეუერთდება
14:59 24.05.2012
„მწვანეთა პარტია“ 27 მაისს პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” აქციას შეუერთდება.

როგორც „მწვანეთა პარტიაში“ აცხადებენ, მათი პოზიცია არ არის მხოლოდ მათი პოლიტიკური პარტნიორის – კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მიმართული, არამედ ძალადობის, უსამართლობისა და კორუმპირებული „ხელისუფლების“ წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის სურვილითაცაა განპირობებული.

„მწვანეთა პარტიის“ მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, მიიღონ აქტიური მონაწილეობა 27 მაისის მშვიდობიან აქციაში და ამით გამოხატონ თავისი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“- განაცხადეს პარტიის წევრებმა.

ამასთან ერთად, ისინი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებსა და საქართველოში არსებულ საელჩოებს მოუწოდებენ, ყურადღებით დააკვირდნენ აქციის მსვლელობას, რათა თავიდან იქნას აცილებული ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი პროვოკაციის მცდელობა.


ბეჭდვა