უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსის მქონე პირებს, საქართველოში საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება ექნებათ
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსის მქონე პირებს, საქართველოში საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება ექნებათ
14:57 24.05.2012
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირებმა, შესაძლოა, საქართველოში საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება მიიღონ.  ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
დავითაიას განმარტებით, თანამემამულის სტატუსს დამატებითი ფუნქციები მიენიჭება, რომლის თანახმად, სტატუსის მქონე პირებს არაპოლიტიკურ თანამდებობებზე დასაქმების საშუალება ექნებათ.
„თუ ადრე, უცხოეთში მცხოვრები ქართველი საქართველოს მოქალაქე არ იყო, მას არ ჰქონდა საქართველოში საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება. ამ ცვლილების თანახმად, კი ჩვენს თანამემამულეებს არაპოლიტიკურ თანამდებობებზე მუშაობის უფლება ენიჭებათ“-აღნიშნა დავითაიამ.
მისივე თქმით, მისი უწყების აღნიშნულ ინიციატივას დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს.

ბეჭდვა